Accessibility links

logo-print

გენერალი პეტრეუსი ავღანეთში ქართველ სამხედროებს აქებს


ავღანეთში აშშ-სა და ნატოს ძალების ხელმძღვანელმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას წერილი გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ ქართველმა სამხედროებმა „უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს“ ავღანეთში, ჰელმანდისა და ნიმრუზის პროვინციებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების საქმეში. პეტრეუსი ქართველ ჯარისკაცებს „ავღანელ ხალხთან წარმატებული კავშირების“ დამყარებისთვისაც აქებს - რამაც, მისი თქმით, ხელი შეუწყო ნდობის ზრდას როგორც ნატოს ძალების, ისე ავღანეთის მთავრობის მიმართ. ”თქვენი ძალები არიან მოტივირებული, დისციპლინირებული და შესანიშნავად ართმევენ თავს მისიას. ქართველი სამხედროების თავდადება, კარგი რეპუტაცია და პროფესიონალიზმი ყველა სამეთაურო დონეზეა ცნობილი” - ნათქვამია გენერალ პეტრეუსის წერილში, რომელიც 30 მარტს გამოაქვეყნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. ავღანეთში საქართველოს სამხედროები 2009 წლის ნოემბრიდან იმყოფებიან. ამჟამად იქ ათასამდე ქართველი სამხედრო მსახურობს. ავღანეთში საქართველოს სამხედრო მისიის დაწყების შემდეგ დაიღუპა 7 და დაიჭრა 20-მდე ქართველი სამხედრო.
XS
SM
MD
LG