Accessibility links

logo-print

საპარლამენტო ოპოზიციამ მთავრობის გადადგომა მოითხოვა


საპარლამენტო ოპოზიციამ საქართველოს მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა მოითხოვა. პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას ”არა ეფექტური, არამედ დეფექტური მთავრობა ჰყავს.” მისივე შეფასებით, ექსპერიმენტმა სახელწოდებით, "საქართველოს ეკონომიკური რეფორმა," სრული კრახი განიცადა და ხელისუფლებამ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრთა გარდა, თანამდებობები უნდა დატოვონ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმაც, რადგან ამ უწყებათა ეფექტურობაზე მეტად მნიშვნელოვანია სამართლიანობა, რომლის დეფიციტიც არსებობს.
XS
SM
MD
LG