Accessibility links

logo-print

ისრაელის მოქალაქეების სასამართლო პროცესი გადაიდო


თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 აპრილისთვის გადადო განაჩენის გამოტანა ისრაელის 2 მოქალაქის, ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმეზე. ოფიციალურ მიზეზად მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის ავადმყოფობა დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ფუქსს და ფრენკელს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოქრთამვის მცდელობაში ადანაშაულებენ, რაც დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. განსასჯელები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ემსხვერპლნენ საქართველოს ხელისუფლების გეგმას, რომლის მიზანი იყო ფუქსის იძულება უარი ეთქვა მის სასარგებლოდ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოსთვის დაკისრებულ 98 მილიონ დოლარზე. ისრაელის მოქალაქეების განცხადებით, ისინი საქართველოში პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მიიწვია.
XS
SM
MD
LG