Accessibility links

logo-print

ბელორუსიამ საქართველოს შესაძლოა, სავიზო რეჟიმი დაუწესოს


ბელორუსიამ საქართველოს შესაძლოა, სავიზო რეჟიმი დაუწესოს - ამის შესახებ, როგორც რუსული სააგენტოები იუწყებიან, მინსკში ჟურნალისტებს განუცხადა ბელორუსიის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ანდრეი გორულკომ. მისი განმარტებით, ეს საკითხი რუსეთ-ბელორუსიის ერთიანი საბაჟო სივრცის ფარგლებში და უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე განიხილება. გორულკომ აღნიშნა, რომ საუბარია საპასპორტო-სავიზო რეჟიმის უნიფიკაციაზე და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით. ამასთან, ბელორუსიის სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დასძინა, რომ სავიზო რეჟიმის დაწესება პირველ ყოვლის, პოლიტიკური საკითხია.
XS
SM
MD
LG