Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ხელმძღვანელობა რადიოაქტიურ ზღვის წყალს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს


იაპონიის ბირთვული და სამრეწველო უსაფრთხოების სააგენტომ დღეს განაცხადა, რომ ფუკუშიმის დაზიანებული ატომური კომპლექსის პირველი რეაქტორის ახლოს ზღვის წყალში დასაშვებზე 3,355-ჯერ მეტი რადიოაქტიური იოდი აღირიცხა. თუმცა სააგენტო რადიოაქტიური ზღვის წყლის პოტენციურ შედეგებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს - აცხადებს, რომ ბირთვული სადგურის მიმდებარე ადგილებიდან ხალხის ევაკუაცია მომხდარია, თევზაობა კი არ მიმდინარეობს. მთავრობა აცხადებს, რომ ის მაქსიმალურადაა მობილიზებული - და რომ სიტუაცია კვლავაც არაპროგნოზირებადია.
XS
SM
MD
LG