Accessibility links

logo-print

ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერებმა ერთად უყურეს კრიკეტის მატჩს


ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები დღეს ერთად დაესწრნენ კრიკეტის მატჩს - მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთის ქალაქ მოჰალიში გაიმართა და ინდოეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო 2008 წელს ბომბეიში მოწყობილი ტერაქტების შემდეგ ინდოეთ-პაკისტანის გუნდების პირველი შეხვედრა, რომელიც ერთ-ერთი მათგანის ტერიტორიაზე გაიმართა. ბომბეის ტერაქტებმა, რომლებიც პაკისტანიდან მოქმედმა ექსტრემისტებმა განახორციელეს, 166 ადამიანი შეიწირა და კიდევ უფრო გაამწვავა ინდოეთისა და პაკისტანის ისედაც დაძაბული ურთიერთობა. კრიკეტის მატჩამდე ერთი დღით ადრე ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ერთმანეთის ოფიციალური წარმომადგენლები შეძლებენ მეზობელ ქვეყანაში ჩასვლას ბომბეის თავდასხმების გამოსაძიებლად.
XS
SM
MD
LG