Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში მერიის შენობის აფეთქებას ცდილობდნენ


დაკავებულია ორი პირი, რომლებიც, დღეს დილით მერიის შენობის აფეთქებას აპირებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. ქუთაისის მერია სპეციალური მესერით არის შემოღობილი, მიმდებარე ქუჩებზე გადაკეტილია მოძრაობა. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები ზუგდიდის მცხოვრებელები არიან. ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი.
XS
SM
MD
LG