Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებამ, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერის პროვინციაში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება მიმართული იყო ავტომანქანების კორტეჟის წინააღმდეგ, რომლითაც წამყვანი ისლამისტი პოლიტიკოსი, პარტია „ჯამიათ ულემა-ესლამ ფაზლის“ ლიდერი მაულანა ფაზალ რეჰმანი გადაჰყავდათ. რეჰმანს არაფერი დაშავებია. ამავე კვირაში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო მიტინგზე, რომელზეც რეჰმანი უნდა მისულიყო. დაიღუპა 10-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG