Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კამერონი რეფორმისაკენ მოუწოდებს ევროკავშირს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის შეფასებით, ევროკავშირი შესაძლოა, უკან ჩამოიტოვონ ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადმა ქვეყნებმა, თუ ევროკავშირი არ განახორციელებს თავისი ბიზნეს-პოლიტიკის რეფორმას. კამერონი დღეს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა უნდა მიმართოს ერთობლივ აქტიურ ზომებს კონტინენტზე სამეწარმეო ენერგიის მატების ხელშესაწყობად. კამერონი გამოდის ერთობლივი ბაზრის მოდერნიზაციისაკენ, ტექნოლოგიის სექტორით უფრო აქტიურად სარგებლობისაკენ მოწოდებით და ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს სავაჭრო ბარიერების დაწევას თვით ევროკავშირის წევრებს, აგრეთვე ევროკავშირსა და სხვა ბაზრებს შორის. პუბლიკაციას გაუგზავნიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 27 ლიდერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპესა და კომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს.
XS
SM
MD
LG