Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლიბიის რეჟიმი „შერყეულია“


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგის განცხადებით, ლიბიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გაქცევა ბრიტანეთში აჩვენებს, რომ მუამარ კადაფის რეჟიმი „შერყეულია“. ლიბიელი მინისტრი, მუსა კუსა ოთხშაბათს ჩაფრინდა ბრიტანეთში. ის, უილიამ ჰეიგის თქმით, აცხადებს, რომ გადადგა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან. „ის აქ საკუთარი ნებით ჩამოვიდა. ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და მოგვიანებით გავავრცელებთ დეტალურ ინფორმაციას. მოვუწოდებთ კადაფისთან დაახლოებულ პირებს, განუდგნენ მას და არჩევანი გააკეთონ ლიბიის უკეთესი მომავლისთვის, რომელიც შესაძლებელს გახდის პოლიტიკურ გარდაქმნასა და რეალურ რეფორმას, რომელიც შეესაბამება ლიბიელი ხალხის მისწრაფებებს“, განაცხადა უილიამ ჰეიგმა. მისივე თქმით, მუსა კუსასთვის არ შეუთავაზებიათ იმუნიტეტი ბრიტანეთის, ან საერთაშორისო მართმსაჯულებისაგან წინაშე. ამასობაში, ლიბიაში ნატო შეუდგა ყველა საჰაერო ოპერაციის ხელმძღვანელობას. ალიანსის გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მისიის მთავარი ამოცაანაა სამოქალაქო პირების დაცვა კადაფის ჯარებისაგან.
XS
SM
MD
LG