Accessibility links

logo-print

დღეს ომბუდსმენმა ანგარიში წარუდგინა პარლამენტს


დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს განსახილველად წარუდგინა ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ შარშან არსებულ ვითარებას ასახავს. ომბუდსმენის 600-გვერდიან მოხსენებაში ცალკე თავებად პირველად გამოიყო მომხმარებლების, ქალებისა და ბავშვთა უფლებები და კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების მდგომარეობა. რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა, რომ ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია და მოიცავს ბევრ ფაქტს, რომლებიც ამა, თუ იმ უფლების დარღვევად შეფასდა. განსაკუთრებული ყურადღების საგნად რჩება ვითარება საპატიმრო დაწესებულებებში, სადაც, ომბუდსმენის მონაცემებით, 2009 წელთან შედარებით, შარშან მსჯავრდებულთა გარდაცვალების ფაქტები 48%-ით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG