Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტების აღკვეთის თაობაზე შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა


ქუთაისში ტერაქტების აღკვეთის თაობაზე საქართველოს შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია თბილისის დროით 18 საათისთვის გამოაქვეყნა. მისი განმარტებით, დაკავებულნი არიან მანუჩარ და ავთანდილ ძაძუები, რომლებიც ქუთაისში ტერაქტების მოწყობას ჰექსოგენის გამოყენებით აპირებდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული გალის მკვიდრმა მანუჩარ ძაძუამ ტერაქტების დავალება და ასაფეთქებელი ნივთიერება ოჩამჩირეში მიიღო რუსი ოფიცრის, ვინმე ვალოდიასგან. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაადგინა მისი ნამდვილი ვინაობა. იგი არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსი ლეინტენანტი, 1985 წლის 29 იანვარს ჩელიაბინსკის ოლქში დაბადებული ალექსეი უშაკოვი. სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს დავალებული ჰქონდათ აეფეთქებინათ ბომბი ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციულ შენობასთან, იუსტიციის სახლთან და ლეიბორისტული პარტიის ოფისთან.
XS
SM
MD
LG