Accessibility links

logo-print

მოსკოვში გადაწყდა, რომ სოხუმს დარჩება სადავო ტერიტორია


მოსკოვში რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სოხუმი არ გადასცემს რუსეთის ფედერაციას გაგრის რაიონის 160 კვადრატულ კილომეტრს. ეს ტერიტორია უთანხმოების საგანი იყო, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამაც დაადასტურა. მას გაზეთ ”კომერსანტთან” საუბარში ჰქონდა ნათქვამი, რომ დემარკაცია უნდა მოხდეს მდინარე ფსოუს გასწვრივ და საზღვრად აღიარებული უნდა იყოს რუსეთთან აფხაზეთის ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარი. რადიო თავისუფლებამ აფხაზურ დელეგაციასთან დაახლოებული წყაროსაგან მიიღო ინფორმაცია მოსკოვში გამართული შეხვედრის შედეგზე.
XS
SM
MD
LG