Accessibility links

რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 33 მოქალაქე დააკავეს


რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 33 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსი” სააგენტო "აპსნი პრესზე" დაყრდნობით იუწყება. ოცდაცამეტივე მოქალაქე, რომლებიც გალიდან ავტომობილებით მოდიოდნენ, 29 მარტს დააკავეს. მათგან პასპორტი მხოლოდ სამს ჰქონდა. ავტომობილებში რეალიზაციისთვის განკუთვნილი ტვირთი – 8 500 კილოგრამი ჯართი, 6 000 კილოგრამი ბოსტნეული და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქცია იყო. დაკავებულები და ავტოტრანსპორტი უშიშროების დე ფაქტო სამსახურის გალის განყოფილებას გადასცეს. ე.წ. საზღვრის დამრღვევები რუსმა სამხედროებმა 29 მარტს ზღვაშიც, ახალ ათონთან დააკავეს. ორი ადგილობრივი მცირე ზომის, "ომეგა-2"-ის ტიპის მცურავი საშუალებით მოძრაობდა. ისინი ასევე უშიშროების დე ფაქტო სამსახურის გუდაუთის განყოფილებას გადასცეს. რუსი მესაზღვრეების განცხადებით, ბოლო დროს ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევის შემთხვევები გახშირდა.
XS
SM
MD
LG