Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია მოსახლეობას მასობრივი აქციებისაკენ მოუწოდებს


სირიის ოპოზიცია მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით მასობრივი აქციების გამართვისაკენ მოუწოდებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარების მოთხოვნაა. გუშინ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დემონსტრანტების გარდაცვალების გამოძიება მოითხოვა და ამასთანავე ბრძანება გასცა შეიქმნას სპეციალური კომიტეტი, რომელიც განიხილავს ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გაუქმებას - საგანგებო რეჟიმი სირიაში უკვე ნახევარი საუკუნეა მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტმა მუშაობა 25 აპრილამდე უნდა დაასრულოს. სირიაში ორკვირიანი ანტისახელმწიფოებრივი დემონსტრაციების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG