Accessibility links

logo-print

საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები


თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები, რომლებსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოქრთამვის მცდელობაში ადანაშაულებენ. დღეს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა რონი ფუქსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 000 ლარის გადახდა დააკისრა, ზეევ ფრენკელს კი, 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა და 100 000 ლარის გადახდა. ისრაელის მოქალაქეთა ერთ-ერთი ადვოკატის არჩილ კბილაშვილის განმარტებით, მოსამართლემ დღეს მხოლოდ განაჩენის დასკვნითი ნაწილი გამოაქვეყნა, მოტივირებული ნაწილი კი, კანონმდებლობის თანახმად, ორი კვირის განმავლობაში უნდა მოამზადოს. შესაბამისად, განაჩენის კანონიერებაზე საუბარს ადვოკატები მხოლოდ მოტივაციის გაცნობის შემდეგ აპირებენ და გასაჩივრების საკითხსაც მოგვიანებით გადაწყვეტენ.
XS
SM
MD
LG