Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ ლიბიის მთავრობის წარმომადგენელი ლონდონში მოლაპარაკებებს მართავს


ბრიტანეთის მედიის თანახმად, მუამარ კადაფის მთავრობის წარმომადგენელი ლონდონში იმყოფება და საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს კადაფის ხელისუფლებიდან წასვლის სტრატეგიაზე. ამ ცნობების თანახმად, კადაფის შვილის, საიფ ალ-ისლამის მთავარმა თანაშემწემ, მუჰამედ ისმაილმა ლონდონში ვიზიტისას ბრიტანელ ოფიციალურ პირებთან გამართა შეხვედრები. თუმცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცნობას არ ადასტურებს. ამ დაუდასტურებელი ცნობების გავრცელების ფონია ინფორმაცია, რომ კადაფის მთავრობა რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა. მათ შორის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი - საგარეო საქმეთა მინისტრი, მუსა კუსა - ბრიტანეთში ოთხშაბათს ჩავიდა. საკუთრივ ლიბიაში გრძელდება ბრძოლა მთავრობის ძალებს და მეამბოხეებს შორის. მეამბოხეები ახლახან დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG