Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუბარაქის თანაშემწეთა გასამართლებას ათასობით ეგვიპტელი მოითხოვს


კაიროში თაჰრირის მოედანზე დღეს ათასობით ადამიანი გავიდა. აქციის მონაწილეები ეგვიპტის სამხედრო მთავრობისგან მოითხოვენ დასაჯონ ექს-პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ყოფილი ადმინისტრაციის წევრები. დღევანდელი დემონსტრაცია - რომელსაც სახელად „რევოლუციის გადასარჩენი პარასკევი“ ეწოდა - ახალგაზრდული რევოლუციური კოალიციის მიერ იყო ორგანიზებული. ეს ჯგუფი იმ ახალგაზრდა აქტივისტების დაარსებულია, რომლებიც ჰოსნი მუბარაქის დამხობის მომტან საპროტესტო ტალღას ედგნენ სათავეში. დღევანდელი აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მუბარაქის სამი ყველაზე ახლო მოკავშირის გასამართლებას - პარლამენტის ყოფილი სპიკერის, პრეზიდენტის სასახლის ხელმძღვანელის და მმართველი პარტიის ყოფილი გენერალური მდივნის. ამასთან, აქციის მონაწილეების კიდევ ერთ მოთხოვნას იმ თანხების და აქტივების სწრაფი დაბრუნება წარმოადგენდა, რომელიც მუბარაქმა და მისმა ხალხმა საზღვარგარეთ გაიტანეს. ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ალექსანდრიაში გამართულ აქციაშიც.
XS
SM
MD
LG