Accessibility links

კლასიკისა და ჯაზის შერწყმა - ქართველი პიანისტის შესრულებით


ეკატერინე გორდელაძე

ეკატერინე გორდელაძე

პიანისტი ეკატერინე გორდელაძე - საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი - რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მასზე, მის წარმატებებზე „მეათე სტუდიაში“ უწინაც გვისაუბრია. ამჯერად პიანისტთან დაკავშირების მიზეზი გახდა ახალი კომპაქტდისკი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ხმის ჩამწერმა კომპანიამ, „ნაქსოსმა“ გამოსცა. ახალი კომპაქტდისკი თანამედროვე რუსი კომპოზიტორის, ნიკოლაი კაპუსტინის ნაწარმოებებს ეთმობა. ვიდრე ქართველ პიანისტთან ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ რამდენიმე სიტყვა, ალბათ, თავად კაპუსტინზეც უნდა ითქვას: ხშირად მას მოიხსენიებენ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად იმათ შორის, ვისაც ოდესმე უცდია კლასიკისა და ჯაზის მუსიკალური ენის ურთიერთდაკავშირება. ნიკოლაი კაპუსტინი თვითონაც საუცხოო პიანისტია და ჯერ კიდევ 50-60-იან წლებში მოიხვეჭა ერთ-ერთი წამყვანი ჯაზური პიანისტის რეპუტაცია მაშინდელ საბჭოთა კავშირში. რაც შეეხება ეკა გორდელაძეს, ის, როგორც წესი, კლასიკურ რეპერტუარს ასრულებს: ბახის, ჰაიდნის, ბეთჰოვენის, რომანტიკოსების ნაწარმოებებს. რატომ დაინტერესდა ნიკოლაი კაპუსტინის მუსიკით? ეს იყო პირველი კითხვა, რომლითაც მარიამ ჭიაურელმა მიმართა ეკა გორდლაძეს.


კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG