Accessibility links

ავღანეთის ჩრდილოეთში გაეროს შენობასთან საპრტესტო აქციისას 12 ადამიანი დაიხოცა


რვა უცხოელი და ოთხი ავღანელი დახოცეს დღეს ჩრდილოეთ ავღანეთში, მაზარ-ი -შარიფში, გაეროს ოფისის იერიშისას. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ ცნობის გამო, რომ მაჰმადიანთა წმინდა წიგნი დაწვეს. ისინი გმობდნენ აქტს, რომ ფლორიდის მცირე ეკლესიაში, რომელსაც მღვდელი ტერი ჯონსი განაგებს, ყურანი დაწვეს. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, საპრტესტო აქციის მონაწილეებმა იარაღი წაართვეს შენობის მცველებს და პოლიციას გაუხსნეს ცეცხლი, შემდეგ კი შენობას შეუტიეს. პოლიციის ცნობით მათ დახოცეს ხუთი ნეპალელი გუშაგი და სამი სხვა უცხოელი. ორი მოკლული თავმოჭრილი იყო. ინციდენტის დროს დახოცილეთა შორის, პოლიციისვე ინფორმაციით, არის აქციის ოთხი მონაწილე. ყურანის დაწვის შესახებ ცნობის გამო პროტესტი გამოითქვა ჰერათში, ასევე ქაბულში.
XS
SM
MD
LG