Accessibility links

კოდ დ’ივუარში მეტოქე პრეზიდენტების დაპირისპირების ფონზე 800 ადამიანი დახოცეს


კოდ დ’ივუარის მთავარ ქალაქ აბიჯანში მწვავე შეტაკებები მოხდა გაეროს მიერ აღიარებული პრეზდიენტის, ალასან უატარას და მისი მეტოქის, ამჟმინდელი პრეზიდენტის, ლორან გბაგბოს ძალებს შორის. უატარას ძალებმა ბოლო კვირაში მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს - თუმცა აბიჯანში ჯერჯერობით ვერ შესძლეს გბაგბოს დამარცხება. შეტაკებები საპრეზიდენტო სასახლესთან, ტელევიზიის შენობასთან და სხვა ადგილებშიც მიმდინარეობს. ქალაქის მცხოვრებთ ძალადობა აშინებთ. პარალელურად, წითელი ჯვარი აცხადებს, რომ კვირის დასაწყისში ქვეყნის დასავლეთში სულ მცირე 800 ადამიანი დახოცეს. აშშ, საფრანგეთი, გაეროს გენერალური მდივანი და აფრიკის კავშირი გბაგბოს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გადადგეს და აცხადებენ, რომ მათ არჩევნებისშემდგომ ძალადობაში მოყოლილი სამოქალაქო პირების ბედი აშფოთებს.
XS
SM
MD
LG