Accessibility links

აზერბაიჯანში დემოკრატიზაციის მოთხოვნით მიმდინარე აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს


ბაქოში დღეს პოლიციამ ძალა გამოიყენა და დაშალა აქცია, რომელიც სანქციის გარეშე, დემოკრატიზაციის მოთხოვნით იმართებოდა. ხელკეტებით და რეზინის ტყვიებით შეიარაღებულმა პოლიციამ ცენტრალური შადრევნის მოედანი გადაკეტა, რათა აქტივისტებს დაგეგმილი აქციის გამართვის საშუალება არ მისცემოდათ. მაგრამ 300-ზე მეტმა დემონსტრანტმა მაინც შესძლო თავმოყრა და ქალაქის ცენტრში ჩავლა. ისინი სკანდირებდნენ, მთავრობა უნდა გადადგესო. პოლიცია დემონსტრანტებს აპატიმრებდა და ძალით სვამდა ავტობუსებში. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტმა დაინახა, როგორ ასხამდა პოლიცია ცრემლმდენ გაზს ფანჯრებიდან ავტობუსში, სადაც დაკავებულები ისხდნენ. აქციის ორგანიზატორი იყო გაერთიანებული ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც „სახალხო პალატის“ სახელით არის ცნობილი. ისინი აქციის გამართვისთვის სანქციის მოპოვებას შეეცადნენ, თუმცა მათ უარი უთხრეს და განუცხადეს, რომ შეკრება მხოლოდ ქალაქის შემოგარენში შეეძლოთ.
XS
SM
MD
LG