Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყანდაარში საპროტესტო აქციას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და კიდევ ათობით პირი დაიჭრა დღეს, ავღანეთის სამხრეთის ქალაქ ყანდაარში საპროტესტო აქციაზე, რომლის გამართვის მიზეზი იყო გავრცელებული ცნობა, რომ აშშ-ში ყურანი დაწვეს. ყანდაარის პროვინციის ხელმძღვანელობის წარმომადგენლის, ზალმაი აიუბის განცხადებით, ხალხის დაღუპვა მოჰყვა აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობას, მანქანებისთვის და მაღაზიებისთვის ცეცხლის წაკიდებას. ერთი დღით ადრე - პარასკევს - რვა უცხოელი და ოთხი ავღანელი მოკლეს, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გაეროს შენობაზე მიიტანეს იერიში ჩრდილოეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, ისევ ყურანის დაწვის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო. გაეროს უშიშროების საბჭომ და გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა პარასკევის ძალადობა დაგმეს. ფლორიდაში განთავსებული ეკლესიის პასტორი, როგორ იუწყებიან ყურანის დაწვის აქტის ინიციატორი, ტერი ჯონსი აცხადებს, რომ „შეძრულია“, თუმცა ძალადობის გამო პასუხისმგებლობას არ გრძნობს.
XS
SM
MD
LG