Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება - რომელიც, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ავტორიტარულ ლიდერს, ნურსულთან ნაზარბაევს კიდევ ერთ ხუთწლიან ვადას მოუტანს. ოფიციალური მონაცემებით, საარჩევნო უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე ამომრჩევლის აქტიურობამ 84 პროცენტი შეადგინა - რაც ბევრად მეტია, ვიდრე წინა კენჭისყრაზე ერთიანად მისული 76.8 პროცენტი. ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, 70 წლის ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები ყაზახ ამომრჩეველში არსებულ „ერთიანობას“ წარმოაჩენს, მას კი ქვეყნის განვითარების გეგმების განხორციელების საშუალებას მისცემს. კენჭს კიდევ სამი კანდიდატი იყრის - თუმცა, გავრცელებული აზრით, ნაზარბაევის რეალურ მეტოქეს არც ერთი წარმოადგენს. მათგან ერთ-ერთმა, გარემოს დამცველმა მელის იელეუსიზოვმა ისიც კი აღიარა, რომ თავად მან ხმა ნაზარბაევს მისცა. ყაზახეთის ოპოზიცია კენჭისყრისთვის ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა და მას ფარსი უწოდა. ყაზახეთში არასოდეს ჩატარებულა არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები თავისუფლად ან სამართლიანად შეაფასებდნენ.
XS
SM
MD
LG