Accessibility links

logo-print

ავღანეთში გრძელდება საპროტესტო აქციები


როგორც იუწყებიან, ორი პოლიციელი დაიღუპა და კიდევ 20 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიჭრა ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში - იქ უკვე მეორე დღეა გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის პროვოცირებაც აშშ-ში ყურანის დაწვის შესახებ ცნობამ მოახდინა. გუშინდელ აქციას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ყურანის დაწვის აქტი ფლორიდაში მოქმედმა ეკლესიამ განახორციელა, რომელსაც ბევრი მიმდევარი არ ჰყავს. ამ აქტს მთელი ავღანეთის მასშტაბით მოჰყვა ბრაზის და პროტესტის ტალღა. პარასკევს, ჩრდილოეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში 20-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, მათ შორის გაეროს შვიდი უცხოელი თანამშრომელი. თალიბანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ავღანელებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ნებისმიერ ძალადობაში მთავრობის ძალები იქნებიან დამნაშავე. აშშ-ში ექსტრემისტი ქრისტიანი მღვდელი, ტერი ჯონსი - რომელმაც მარტში ყურანის დაწვის აქტს უხელმძღვანელა - ავღანეთში ხალხის დახოცვის ფაქტს „ტრაგიკულს“ უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა რადიკალ ისლამისტებს უნდა დაეკისროს და არა მას.
XS
SM
MD
LG