Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ყოფილ მინისტრს დაავალა


სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა ქვეყნის ყოფილ სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა ახალი მთავრობის ფორმირება. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ალ-ასადმა დრეს გამოსცა ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი კაბინეტის დაკომპლექტება ადელ საფარს დაეკისრა. საფარი სოფლის მეურნეობის მინისტრად იმ მთავრობაში მუშაობდა, რომელიც პრეზიდენტმა გასულ კვირაში დაითხოვა, საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშოშმინებლად. თუმცა მთავრობის დათხოვნა ბევრმა კოსმეტიკურ ცვლილებად აღიქვა, ვინაიდან მას დიდი ძალაუფლება ისედაც არა აქვს. ქვეყანაში ძალაუფლების ძირითად სადავეებს ასადთა ოჯახი და უშიშროების სტრუქტურები ფლობენ. სირიაში ახლა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ასადის 11-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG