Accessibility links

logo-print

ბანგლადეშში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს


ბანგლადეშში დღეს გავლენიანი ისლამისტური პარტიების მოწოდებით ტარდება საყოველთაო გაფიცვა მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქალებს კაცების თანაბარი უფლებები მისცეს ქონების მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. მსხვილ ქალაქებში დახურულია სკოლები, მაღაზიები და ფინანსური დაწესებულებები. დედაქალაქში მანქანები თითქმის აღარ დადის. ქალაქს პოლიციის გაძლიერებული რაზმები აკონტროლებენ. კვირას, უშიშროების ძალებსა და ახალი კანონის მოწინააღმდეგეებს შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაიშავდა.
XS
SM
MD
LG