Accessibility links

აღკვეთილია ფიროსმანის ნახატის საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტი


თბილისის პროკურატურამ აღკვეთილად გამოაცხადა ნიკო ფიროსმანის მიერ აბრაზე შესრულებული ნახატის ,,კახური ღვინის" საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტი. პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ნახატი, რომლის რეალური მესაკუთრის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია, საქართველოდან აზერბაიჯანის გავლით რუსეთში უნდა ჩაეტანათ და 500 000 დოლარად მიეყიდათ ერთ-ერთი კოლექციონერისთვის. პროკურატურის ცნობით, დაკავებულია 5 პირი, რომლებსაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თბილისის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტებმა უკვე დაადასტურეს, რომ ნახატი მართლაც ნიკო ფიროსმანისაა, თუმცა ამჟამად დამატებითი ანალიზი გრძელდება; ნამუშევარი კი, უკვე გადაეცა ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს.
XS
SM
MD
LG