Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტები ”პროვოკაციად და ცრუ ოპერაციად” მიიჩნევენ ქუთაისში ტერაქტების აღკვეთას


ლეიბორისტული პარტია ხელისუფლების კიდევ ერთ ”პროვოკაციად და ცრუ ოპერაციად” მიიჩნევს გასულ კვირაში, ქუთაისში ორ სახელმწიფო დაწესებულებასა და ლეიბორისტთა ოფისთან ტერაქტების აღკვეთას. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალი ფარსი მიზნად ისახავდა საზოგადოების ყურადღების გადატანას შიდა პრობლემებიდან საგარეო საფრთხეებზე, პოლიტიკური ოპონენტების დატერორებას და ხელისუფლების მიერ სამომავლოდ დაგეგმილი ტერაქტებისთვის საზოგადოებრივი აზრის მომზადებას. ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, საქართველოში ახლო წარსულში განხორციელებული ტერორისტული აქტებისა და მომავალში დაგეგმილი პროვოკაციების გამო, სრული პასუხისმგებლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.
XS
SM
MD
LG