Accessibility links

logo-print

ავღანეთში გრძელდება პროტესტი ყურანის დაწვის გამო


ავღანეთში კვლავ განახლდა საპროტესტო გამოსვლა, რაც ოთხი დღის განმავლობაში გრძელდება ამერიკელი სასულიერო პირის მიერ ყურანის დაწვის გამო. ლეღმანის პროვინციაში ამჯერად რამდენიმე ასეული გაჯავრებული მოქალაქე გამოვიდა. მუსლიმთა წმინდა წიგნი ფლორიდაში არსებული პატარა ეკლესიის მოძღვარმა 20 მარტს დაწვა. განვილილი სამი დღის განმავლობაში ავღანეთში სულ მცირე 22 ადამიანი, მათ შორის გაეროს შვიდი თანამშრომელი დახოცეს იმ საპროტეტო გამოსვლების დროს, რაც ყურანის შეურაცხყოფას მოჰყვა. დღეს ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელმა მოიერიშეებმა აფეთქებები მოაწყვეს, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. შემთხვევა ლაშქარ გაჰში მოხვდა, სადაც ნატოს სარდლობამ უსაფთხოებაზე პასუხისმგებლობა ივლისში ავღანეთის ხელისუფლებას გადააბარა.
XS
SM
MD
LG