Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი აღარ უჭერს მხარს იემენის პრეზიდენტს


ნიუ-იურკ ტაიმსის თანახმად, როგორც სჩანს ამერიკის შეერთებული შტატებმა შეცვალა პოლიტიკა იემენის მიმართ და არაოფიციალურად ურჩევს გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს, იემენის პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის, რომ დატოვოს პოსტი. ვაშინგტონს არც ერთხელ საჯაროდ არ გაუკრიტიკებია იემენის ლიდერი, კვირეების მანძილზე ამ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსავლების მიუხედავად. თუმცა, როგორც ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს გაზეთი, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ სალეჰი ვეღარ შეძლებს მართვის გაგრძელებას და იგი უნდა გადადგეს.
XS
SM
MD
LG