Accessibility links

იემენში არმიამ 12 დემონსტრანტი დახოცა


იემენის სამხედრო ძალებმა დღეს ცეცხლის გაუხსნეს საპროტესტო მსვლელობას, რომლის მონაწილეები პრეზიდენ ალი აბდულა სალეჰის გადადგომას ითხოვდნენ. სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. იემენის ქალაქ ტაიზში მეორე დღეა გრძელდება შეტაკება უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის. მოქმედი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სოლიდარობის საპროტესტო მსვლელობა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირაა გრძელდება, რასაც 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG