Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა კვლავ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის თაობაზე ნათქვამია ცნობაში, რომელიც ობამას ოფიციალურ საიტზე დღეს გამოქვეყნდა. საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისათვის საჭირო ყველა ოფიციალურ დოკუმენტს თეთრი სახლის თანაშემწეები კვირის განმავლობაში გამოაქვეყნებენ. მომხრეებისადმი გაგზავნილ ელექტრონულ წერილში ბარაკ ობამა აცხადებს, რომ აუცილებელია პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს დაწყებული რეფორმების გაგრძელება. შეერთებულ შტატებში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის ნოემბერში გაიმართება.
XS
SM
MD
LG