Accessibility links

logo-print

ეუთო აკრიტიკებს საპრეზიდენტო არჩევნებს ყაზახეთში


ნურსულთან ნაზარბაევი, ყაზახეთის პრეზიდენტი

ნურსულთან ნაზარბაევი, ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთის ავტორიტარული მმართველი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელმაც ხმათა 95.5 პროცენტი მიიღო კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყანას კიდევ ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. თუმცა ევროპის უმთავრესმა საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფმა გააკრიტიკა ყაზახეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც „ისეთივე ნაკლოვანებებითა და დარღვევებით“ ჩატარდა, როგორითაც - წინა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა თავის განცხადებაში პირველად გაამახვილა ყურადღება ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ყალბი ბიულეტენებით გადავსებული საარჩევნო ყუთები, დარღვევები ხმის დათვლის პროცესში და ამომრჩეველთა დასწრების სარეკორდო რაოდენობა, რასაც ეუთოს სადამკვირბელო მისიის ხელმძღვანელმა დაან ევერტსმა საეჭვო უწოდა.

„ერთი მაგალითი, რამაც ჩვენ არჩევნების დღეს გაგვაკვირვა და რითაც, ცხადია, უნდა აიხსნას შთამბეჭდავად მაღალი დასწრება, იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღებული ცნობები იმის თაობაზე, რომ მიმართავდნენ გადაჭარბებულ იძულების გზას, რათა მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.“
ცხადია, რომ ხელისუფლების მხრიდან იდგმება ნაბიჯები დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით შემდგომი პროგრესისათვის ...

ნურსულთან ნაზარბაევს საპრეზიდენტო არჩევნებში სამი მეტოქე ჰყავდა, თუმცა არც ერთ მათგანს არ ჰქონია ამომრჩეველთაგან სერიოზული მხარდაჭერა. სამივე კონკურენტი საჯაროდ მხარს უჭერდა ნაზარბაევის პოლიტიკურ კურსს, ხოლო ერთ-ერთმა კანდიდატმა, გარემოს დამცველმა მელს ელეასიზოვმა, ჟურნალისტებს პირდაპირ უთხრა, ხმა ნაზარბაევს მივეციო.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ შეაქო ყაზახეთის მედია, რომელიც „შედარებით უფრო დაბალანსებული იყო კანდიდატთა პროგრამების გაშუქებისას“, თუმცა ყველას გამორჩა მხედველობიდან ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე ნაზარბაევი აცხადებდა, არ ჩავატარებ საარჩევნო კამპანიასო.

არჩევნების დღეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის დირექტორმა იანის ლენარცისმა განაცხადა, არჩევნების რეფორმების პროცესში ნაჩვენები წარმატებები ბევრად ჩამორჩება ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასო:

„ცხადია, რომ ხელისუფლების მხრიდან იდგმება ნაბიჯები დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით შემდგომი პროგრესისათვის, თუმცა ეს, როგორც ახლახან გამოჩნდა, გარკვეულწილად ჩამორჩება ყაზახეთის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.“

ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ყაზახეთის ახალგაზრდა პროფესიონალთა ასოციაცამაც“ განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოლესია ხალაბუზარმა ყურადღება გაამახვილა გაყალბებული ბიულეტენებით სავსე ყუთებსა და ე.წ. კარუსელებზე, როდესაც ადამიანების ჯგუფი სხვადასხვა საარჩევნო უბანში ერთსა და იმავე კანდიდატს აძლევს ხმას. თუმცა მსგავსი ბრალდებების მოგერიება ყაზახეთის ხელისუფლებას არ უჭირს, რადგან არსებობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა სრულიად განსხვავებული დასკვნა. მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „არჩევნები ყახაზეთში სავსებით შეესაბამებოდა ამომრჩეველთა ნებას“.
XS
SM
MD
LG