Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგოში „აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა


გავრცელებული ცნობებით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში ქართული ავიაკომპანია „აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც გაეროს მისიას ემსახურებოდა. სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს კონგოს ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებს - რომ დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი. გაერო კატასტროფას ადასტურებს და აცხადებს, რომ თვითმფრინავის ბორტზე როგორ კონგოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები იმყოფებოდნენ. აირზენას ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟს ქართველები წარმოადგენდნენ. სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავიაკომპანიის წარმომადგენლის, ნინო გიორგობიანის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კატასტროფის მიზეზი შესაძლოა ამინდი გაიხდა, რადგან თვითმფრინავის დაფრენის მომენტში ძლიერი წვიმა მოდიოდა.
XS
SM
MD
LG