Accessibility links

logo-print

თბილისში საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს


საპლროტესტო აქცია უზენაესი სასამართლოს წინ

საპლროტესტო აქცია უზენაესი სასამართლოს წინ

უზენაესი სასამართლოს წინ, პატიმართათვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გამართული აქციის ათი მონაწილე დააკავეს. აქციის ორგანიზატორი იყო „წინააღმდეგობის მოძრაობა“. აქცია თანდათან პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა - მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს შენობას კვერცხები დაუშინეს. აქციის ორგანიზატორთა თქმით, დაკავებულთა შორის არიან აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია, წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა გლურჯიძე, "ქართული პარტიის" წევრები ნინო გოგინაშვილი და თენგიზ ღლონტი, "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლები გენადი კეკელია და ირაკლი ციკოლია, ასევე, აქციის სხვა მონაწილეები - მადონა გოგუა, ფრიდონ ხარებავა, გოჩა ჩხაიძე და დავით კოჩიევი. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მონაწილეები დაკავება მოხდა უკვე აქციის დამთავრების შემდეგ, როდესაც ისინი სახლებისკენ მიემართებოდნენ. აქციის მონაწილეთა დაკავების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სცადა დაკავშირება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
XS
SM
MD
LG