Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს და საფრანგეთის ძალები კოდ დ’ივუარის ბრძოლაში ერთვებიან


საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, საფრანგეთის და გაეროს სამხედროები დღეს კოდ დ’ივუარის ქალაქ აბიჯანში მიმდინარე ოპერაციებში ჩაერთვნენ, რათა იმ მძიმე შეიარაღების „ნეიტრალიზება“ მოეხდინათ, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტის, ლორან გბაგბოს ძალები სამოქალაქო პირების და გაეროს მუშაკების წინააღმდეგ იყენებენ. აბიჯანიდან მოსული ცნობებით, გაეროს მისიის და საფრანგეთის სამხედროებმა გბაგბოს ძალების ბასტიონებზე მიიტანეს იერიშები იმ ფონზე, როცა გბაგბოს მეტოქის, პრეზიდენტად საერთაშორისოდ აღიარებული ალასან უატარას მხარდამჭერებმა ქალაქზე განახლებული შეტევა წარმოიწყეს. დღეს უფრო ადრე კოდ დ’ივუარში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა გბაგბოს ძალები აბიჯანში გაეროს ბაზაზე „უგუნური“ იერიშების მიტანაში დაადანაშაულა. ბოლო დღეებში 11 მშვიდობისდამცველი მოკლეს.
XS
SM
MD
LG