Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი იემენში ალ-ყაიდის საშიშროებაზე საუბრობს


აშშ გამოდის გაფრთხილებით, რომ იემენში შექმნილი ძალაუფლების ვაკუუმით შეიძლება ალ-ყაიდამ ისარგებლოს - და აცხადებს, რომ უნდა ამოქმედდეს გეგმა, რომელიც პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰისგან ხელისუფლების სადავეების გადაცემას გაითვალისწინებს. ამ განცხადებით თეთრი სახლის წარმომადგენელი, ჯეი კარნი გამოვიდა - იმ ფონზე, როცა მართველობის 32-წლიანი სტაჟის მქონე სალეჰის გადადგომით მიმდინარე აქციებს იემენში ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამხრეთის ქალაქ ტაიზში სამხედროებმა დღეს ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რასაც სულ მცირე 15 ადამიანი შეეწირა. ტაიზის დემონსტრაციის მონაწილეთათვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა ძალადობის ბოლო ტალღას „შემაძრწუნებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ იემენის მთავრობასთან და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ვითარების „მშვიდობიანი გადაწყვეტის“ იმედით. იემენი აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია ალ-ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG