Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოტ დ’ივუარში განახლდა შეიარაღებული შეტაკებები


კოტ დ’ივუარის მთავარ ქალაქ აბიჯანში შეიარაღებული შეტაკებები განახლდა. საერთაშორისოდ აღიარებული პრეზიდენტის - ალასან ოუატარას ძალები მოქმედი პრეზიდენტის - ლორენ გბაგბოს ჩამოგდებას ცდილობენ. გბაგბო უარს აცხადებს ძალაუფლების გადაცემაზე. ორშაბათს ოუატარას მხარდამჭერი ძალები აცხადებდნენ, რომ აიღეს გბაგბოს აბიჯანში მდებარე რეზიდენცია და მის გადადგომას ელოდნენ. რეზიდენციის აღების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდება, აბიჯანში გაეროს მიერ გბაგბოს მძიმე შეიარაღების ობიექტების დაბომბვას მოჰყვა. გაერო აცხადებს, რომ გბაგბოს ძალები თავს ესხმიან გაეროს პერსონალსა და ობიექტებს, აგრეთვე მშვიდობიან მოსახლეობას. აშშ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა გბაგბოს პატივი სცეს კოტ დ’ივუარის ამომრჩევლის ნებას და გადადგეს. კონფლიქტი კოტ დ’ივუარში გასული წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ გაღვივდა. დაღუპულია 1500-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG