Accessibility links

logo-print

ევროკავშირი და უკრაინა ასოცირების შეთანხმებაზე იმსჯელებენ ბრიუსელში


უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლები დღეს ბრიუსელში გამართავენ მოლაპარაკებებს ასოცირების შეთანხმების თაობაზე. ორი მხარე შეთანხმების მისაღწევად 2008 წლის სექტემბრიდან მუშაობს. ასოცირების შესახებ შეთანხმება იდება ევროკავშირსა და მის არაწევრ ქვეყანას შორის. როგორც წესი, პარტნიორ ქვეყანას ევროკავშირი პირობად დემოკრატიისადმი ერთგულებასა და საბაზრო რეფორმებს უყენებს, სანაცვლოდ კი ევროკავშირის ბაზრებზე უფრო ფართო მიწვდომას სთავაზობს. შეთანხმება ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა მოახდენს მის რატიფიკაციას.
XS
SM
MD
LG