Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფი ცვლილებებს თანხმდება


მუამარ კადაფის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ კადაფი მხოლოდ იმ შემთხვევაშაში დათანხმება იდეას, ლიბიაში არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური სისტემის რეფორმირების თაობაზე, თუკი ლიბიელი ხალხი გადაწყვეტს უნდა დარჩეს თუ არა კადაფი ქვეყნის მმართველად. ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუსა უბრაჰიმმა აღნიშნა, რომ ლიბია არ დათანხმდება საზღვარგარეთიდან წაყენებულ პირობებს. დასავლეთის ქვეყნებმა, მაგალითად, მოუწოდეს კადაფის ჩამოსცილდეს ძალაუფლებას. მაგრამ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში გამაგრებული ოპოზიციის ძალების წინააღმდეგობის გამო, კადაფის რეჟიმი მზად არის განიხილოს წინადადებები, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში მეტი დემოკრატიის, გამჭვირვალეობის, პრესის თავისუფლების უზრუნველჰყოფასა და ანტიკორუფციული კანონმდებლობის შემოღებას ითავლსწინებს.
XS
SM
MD
LG