Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევი არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდა


ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ვადამდელ საპრზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი. დღეს გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების თანახმად, ნაზარბაევმა კვირას გამართულ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 95 პროცენტზე მეტი მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით, ნაზარბაევის ინაუგურაცია 8 აპრილს დაინიშნა. თუმცა, ყაზახეთის ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია მოითხოვს, რომ გამოძიებულ იქნას არჩევნების დროს მომხდარი დარღვევები: ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, აგიტაცია არჩენების დღეს და დამკვირვებელთა უფლებების შეზღუდვა. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ ორშაბათს განაცხადა, რომ არჩევნები ყაზახეთში არ იყო ჭეშმარიტად დემოკრატიული. თუმცა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკირვებლებმა არჩევნებს ყაზახეთში „ხალხის ნების გამომხატველი“ უწოდეს.
XS
SM
MD
LG