Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპატრიარქო არ ადასტურებს ინფორმაციას ათონის მონასტრის წინამძღვრის შესახებ


საქართველოს საპატრიარქომ არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ახალი ათონის წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის მონასტრის წინამძღვრად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ იღუმენი ეფრემი (ვინოგრადოვი) დანიშნა. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან საუბრისას ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის მიერ ახალი ათონის მონასტერში წინამძღვრის დანიშვნის ინფორმაცია სააგენტო აფსნიმ 2 აპრილს გაავრცელა. ამასთან, 4 აპრილს ამავე სააგენტომ გამოაქვეყნა აფხაზი სასულიერო პირების ერთობლივი განცხადება, რომლის 30 ხელმომწერი ადგილობრივი ეკლესიის მეთაურად მიჩნეულ ბესარიონ აპლიას ადანაშაულებს მოსკოვის საპატრიარქოსთან ფარული გარიგებით, ახალ ათონის მონასტრის წინამძღვრის ანდრეის ნაცვლად იღუმენ ეფრემის დანიშვნაში. ამ ფაქტის გამო აფხაზი სასულიერო პირები 15 მაისს საეკლესიო კრების მოწვევას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG