Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და უკრაინა მოლაპარაკებებს მართავენ


ევროკავშირის წარმომადგენლები და უკრაინის დელეგაცია დღეს ბრიუსელში მართავენ მოლაპარაკებებს ევროკავშირში უკრაინის ასოცირებულ წევრად მიღებასთან დაკავშირებით. ასეთი შეთანხმების შემუშავება მხარეებმა 2008 წლის სექტემბრს დაიწყეს. დოკუმენტი ევროკავშირისა და არა წევრი სახელმწიფოს თანამშროლობის ფუძემდებლური კრიტერიუმებს ადგენს. კერძოდ, ასოცირებული წვერობის ნაცვლად ევროკავშირი მოითხოვს დემოკრატიულ გარდაქმნებს და რეფორმებს ეკონომიკის სფეროში, რის შემდეგაც უკრიანა ევროპულ ბაზარზე მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებს. ძალაში შესვლამდე, შეთანხმებას ევროკავშირში შემავალი 27-ე სახელმწიფოს რატიფიცირება ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG