Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონმა პაკისტანთან მეგობრობას „ურყევი“ უწოდა


ოფიციალურ ვიზიტად ისლამაბადში მყოფმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ერთამენთთან „ურყევი კავშირებით“ არის დაკავშირებული. პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რეზა გილანისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კამერონმა მაღალი შეფასება მისცა პაკისტანის ძალისხმევას ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და პირობა დადო, რომ ამ სფეროში კიდევ უფრო გაძლიერდება თანაშრომლობა. თუმცა, ორი ქვეყნის ურთიერთობა 2010 წლის ნოემბრიდან მოყოლებული დაძაბული იყო. 9 თვით წინ, ინდოეთში ვიზიტად ყოფნის დროს ბრიტანეთის ლიდერმა გააკრიტიკა პაკისტანი, რომელმაც, კამერონის თანახმად, ვერ შეძლო ექსტრემიზმის „ექსპორტის შეჩერება“.
XS
SM
MD
LG