Accessibility links

logo-print

კადაფის შვილი ამტკიცებს, რომ მუსა კუსას არ უღალატია


ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრს მუსა კუსას, არ უღალატია მუამარ კადაფისათვის, - ამის შესახებ ბი-ბი-სისთან ინტერვიუში ლიბიის ლიდერის შვილმა საიფ ალ-ისლამმა განაცხადა. მისი სიტყვებით, მუსა კუსა რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ჯანმრთელობის მოსაწესრიგებლად გაფრინდა ბრიტანეთში. თუმცა, როგორც კადაფის შვილი აცხადებს, ავადმყოფი და მოხუცი კუსა იძულებული გახდა გამოსულიყო ბრალდებებით ლიბიის ხელისუფლების მისამართით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაემუქრებოდა. იმავდროულად, საერთაშორისო კოალიციის ძალები აგრძლებენ ავაიდარტყმებს კადაფის სამხედრო ძალების პოზიციებზე. მუბარაკის ოპოზიციური ძალები კვლავინდებურად ცდილობენ შევიდნენ ქალაქ ბრეგაში. დღესვე ლიბიის ქალაქ ტობრუკიდან იგეგმება ნავთობის ექსპორტის განახლება. გემებს, რომლებიც წინასწარი ინფორმაციით ყატარის მიერაა დაფრახტული, მეამბოხეების მეთავალყურეობის ქვეშ დატვირთავენ.
XS
SM
MD
LG