Accessibility links

logo-print

კოტ დ’ივუარის ყოფილმა პორეზიდენტმა გაეროს მიმართა დაცვისათვის


კოტ დ’ივუარის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლორან გბაგბომ გაეროს მიმართა დაცვისთვის. ამის შესახებ სააგენტო როიტერსი იუწყება. საფრანგეთის ტელევიზიასთან საუბარში, გბაგბომ კვლავ უარყო შარშანდელ არჩევნებში თავისი მეტოქის ალასან უატარას გამარჯვება. მან თქვა, რომ მოლაპარაკება მისი მოწინააღმდეგეების ჯარებთან მიმდინარეობს და პოლიტიკური საკითხი არ შეუთანხმებიათ.
გბაგბო, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად იმალება თავის რეზიდენციაში, ქალაქ აბიჯანში. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარებული ალასან უატარას ერთგულმა ჯარმა ალყა შემოარტყა რეზიდენციას.
კონფლიქტი გასული წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ გაღვივდა. დაღუპულია 1500-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG