Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში არეულობის დაწყებიდან პირველი ტანკერი იტვირთება


ლიბიიდან იუწყებიან, რომ აღმოსავლეთის სანავსადგურო ქალაქში შევიდა ტანკერი, რომელიც ნავთობით დაიტვირთება. ეს პირველად მოხდება ამ ქვეყანში არეულობის დაწყების შემდეგ. ცნობით, ტანკერი, რომელიც ლიბერიის დროშით დაცურავს და სავარაუდოდ ყატარის მიერაა დაქირავებული, ქალაქ ტობრუკის მახლობლად მდებარე ტერმინალში შევიდა. ყატარმა ლიბიის ოფიციალურ წარმომადგენლად აღიარა მეამბოხეთა გაერთიანება და თანხმობა განაცხადა, შეესყიდა ნავთობი.
XS
SM
MD
LG