Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ჯარმა ავღანეთში სამოქალაქო პირები დახოცა


ავღანეთის ჩრდილოეთში ნატოს ჯარებმა ექვსი სამოქალაქო პირი დახოცეს. ამის შესახებ იუწყება პროვინციის გუბერნატორი, საიედ ანვარ რაჰმატი. მისივე თქმით, ოპერაცია მოეწყო სარ-ი-პულის პროვინციაში, საიადის რაიონში. ნატოს ჯარების წარმომადგენელმა, მაიკლ ჯონსონმა დადასტურა, რომ ოპერაცია ჩატარდა, მაგრამ განმარტა, რომ კოალიციურ ჯარზე თავდასხმის დროს, მისმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც დაიხოცნენ ისინი, ვინც პირველმა ისროლა.
XS
SM
MD
LG