Accessibility links

logo-print

გრძელდება მოლაპარაკებები გბაგბოს კაპიტულაციასთან დაკავშირებით


კოტ დ’ივუარის უდიდეს ქალაქ აბიჯანში გრძელდება მოლაპარაკებები ქვეყნის ექს-პრეზიდენტის ლორან გბაგბოს კაპიტულაციის პირობებთან დაკავშირებით. გბაგბო თავის ოჯახთან ერთად საკუთარი რეზიდენცის ბუნკერშია ჩაკეტილი. რეზიდენციას ალყა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარებული ალასან უატარას ერთგულმა ჯარმა შემოარტყა. ლორან გბაგბომ გაეროს მიმართა დაცვისთვის. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟიუპემ განაცხადა, რომ გბაგბოსგან მოითხოვენ წერილობით უარის თქმას ხელისუფლებაზე და პრეზიდენტად უატარას აღიარებას.
XS
SM
MD
LG